რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სია უკვე გადასცეს. რუსული მხარე ამ ნაბიჯს საპასუხო ზომად აფასებს.
ორი კვირის წინ ამერიკამ გაეროს მისიის 12 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ვაშინგტონის განცხადებებს იმის შესახებ, რომ დასავლური ბიზნესების გასვლის საპასუხოდ რუსეთი კიბერშეტევებს გეგმავს და ბრალდებებს აბსურდი და "რუსოფობიის ახალი აფეთქება" უწოდა.