რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. ინფორმაციას გამოცემა Unian-ის ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის გაძევების წინააღმდეგ არცერთი ხმა არ დაფიქსირებულა, სამმა კი თავი შეიკავა. მედიის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 17 მარტს მიიღებს.
არსანისნავია, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიღება თავად "დაასწრო".
"ნატოს და ევროკავშირის ქვეყნები ბოროტად იყენებენ თავიანთ უმრავლესობას ევროსაბჭოში. ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად. უარს აცხადებენ თანაბარ დიალოგსა და ყველა იმ პრინციპზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს საერთო ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ნორმატიულ ორგანოებში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა არ დარჩება ევროპის საბჭოში" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 25 თებერვალს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას.