რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის გადაცემის პოტენციური შედეგების შესახებ გააფრთხილა და განაცხადა, რომ უცხოური იარაღის მქონე კონვოები "ლეგიტიმური სამიზნეები" იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
რიაბკოვმა აღნიშნული განცხადება დღეს რუსეთის პირველ არხზე გააკეთა.
„ჩვენ გავაფრთხილეთ შეერთებული შტატები, რომ მათ მიერ უკრაინის რიგი ქვეყნებიდან იარაღით მომარაგება არ არის მხოლოდ საშიში ნაბიჯი, არამედ ეს არის ქმედებები, რომლებიც შესაბამის კონვოებს ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს“, - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა.