ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე "კოკა-კოლას" ორი ბოთლი გვერდზე გადადგა.
"კოკა-კოლა" ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპონსორია, ფეხბურთელის საქციელს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში "კოკა-კოლას" აქციების ფასი 4 მილიარდით გაუფასურდა და $242 მილიარდიდან $238 მილიარდამდე დაიწია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავის ქმედება გახდა.
აღსანიშნავია ის, რომ პორტუგალიელთა კაპიტანს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებში 11 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.