გასული ერთი კვირის (02.08-09.08.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 11 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 67 482 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.82%.
წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პირი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.