Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 178 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 161 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 301 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 178 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 709 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 469 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 076.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.23% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.12%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 291.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პირი ემსხვერპლა.