გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგგან წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
სოხუმი: დილით მცირე წვიმა. +21°.
ბათუმი: დილით წვიმა. +22°.
ქობულეთი: დილით წვიმა. +22°.
ქუთაისი: წვიმა. +20°.
ზუგდიდი: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. + 19°.
ანაკლია: დღის მეორე ნახევრამდე წვიმა. +21°
ოზურგეთი: წვიმა. +21°.
ონი: დილით მცირე წვიმა. +16°
გორი: უმეტესად უნალექოდ. +20°
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. +19°.
თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ძლიერი. +21°
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. +21°
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. +21°
ახალციხე: დილით შესაძლებელია მცირე წვიმა. +16°
ბორჯომი: დილით შესაძლებელია მცირე წვიმა. +17°
ბაკურიანი: დილით შესაძლებელია მცირე წვიმა. + 12°
ახალქალაქი: უმეტესად უნალექოდ. +12°
სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. +12°
თელავი: უმეტესად უნალექოდ. +20°