jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მან დღეს გაიარა რეგისტრაცია და მიიღო გადაწყვეტილება აიცრას “ფაიზერის” ვაქცინით. ამის შესახებ ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო BUშINEშშ თIME-ს განუცხადა. 
 
მისივე თქმით ის 14 ივნისს საფრანგეთში გაიკეთებს აცრას. 
 
“დღეს მივიღე გადაწყვეტილება, მართალი გითხრათ ბევრი ვიფიქრე, მე ვაპირებ მოგზაურბას, მინდა ვიყო უსაფრთხოდ და ამავდროულად არ შემეშალოს ხელი მოგზაურობაშიც, ამიტომ გადავწყვიდე ავიცრა. დღეს დავრეგისტრირდი, შევავსე კითხვარი. ყველაზე მეტი ინფრორმაცია გვაქვს “ფაიზერზე”, ვიცით რა გვერდითი მოვლენები აქვს, რა გართულებები შეილება ქონდეს, მაგრამ მთავარია ვიცით და არის ბევრი კვლევა გასაჯაროებული. ამიტომ ვირჩევ “ფაიზერს” და არა სხვა ვაქცინას. არ ვამბობ რომ სხვები არ ვარგა. მაგრამ მე ასე გადავწყვიტე. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს ამ ვაქცინაზე და ამიტომ, არ მინდა “შავი ყუთი” მირჩევნია ვიცოდე სიმართლე”- განაცხადა ფხაკაძემ. 
 
 
 
3711