დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. ამის შესახებ იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
"მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი."- განაცხადა იმნაძემ.