ჯანდაცვის სამინისტრო კომპენსაციებთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ვინაობასა და გადაწყვეტილებას კონფიდენციალურს ტოვებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან შესაბამისი დოკუმენტი იურიდიულად გაფორმდა. პატივს ვცემთ კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება კომპენსაციებთან დაკავშირებით, დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება“, – განცხადა ილია ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს.