თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, რომ ჯერ ქვეყანა პიკში არ შესულა და ეს პერიოდი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
პროფესორი ვარაუდობს, რომ შემთხვევების რაოდენობა 35 000-მდე გაიზრდება.
"ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები და ა.შ. ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს. ვირუსი მთლიანად მოდებულია უკვე და ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღევანდელი 24 000 შემთხვევა კიდევ გაიზრდება. ჩემი აზრით, პიკზე ჯერ კიდევ არ ვართ მისულები, ეს პერიოდი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იქნება. თებერვლის ბოლოდან კი, უკვე კლებას დაიწყებს, ასეთია პროგნოზი, რომელსაც ყოველთვის ვამართლებთ ხოლმე. რეალურად, სადღაც 30-35 000 შემთხვევამდე აუცილებლად ავალთ,"- დევი ტაბიძე.
წყარო: რუსთავი 2