global distribution
გარე ავეჯი
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეჩერებულია. ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge მოქალაქეებს ამ დროისთვის მხოლოდ სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებზე შეუძლიათ რეგისტრაცია.
 
ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ვაქცინის ახალი დოზები ქვეყანაში მომდევნო კვირის შუა პერიოდში შემოვა და ამ ეტაპზე ლოჯისტიკური საკითხები გვარდება.
 
931