ამერიკის კინოაკადემიამ "ოსკარი 2022-ის" გამარჯვებულები დაასახელა. რიგით 94-ე დაჯილდოების ზერემონიალზე ინციდენტი მოხდა. დაჯილდოვების ცერემონიალის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად უილ სმიტის საქციელი იქცა. სმიტი სცენაზე ავიდა და წამყვანს გაარტყა.
ინციდენტის მიზეზი გახდა კომიკოსის და მსახიობის კრის როკის საქციელი. მან უილ სმიტის მეუღლის ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რამაც უილ სმიტის მწვავე რეაქცია გამოიწვია, ის სცენაზე ავიდა და წამყვანს გაარტყა. როგორც მედია წერს, ჯეიდა პინკეტ სმიტს ალოპეცია აქვს, ავტოიმუნური დარღვევის გამო თმა სცვივა და მისი ვარცხნილობაც სწორედ ამას უკავშირდება.
ცნობისთვის, ოსკარი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცისთვის სწორედ უილ სმიტმა მიიღო.