NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ის კითხვაზე, რა რეაქცია ექნება NATO-ს თუკი რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს - უპასუხა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის ბუნებასა და არსს.
მისივე თქმით, ალიანსი მზადაა დაიცვას გაწევრიანებული ქვეყნები და ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს საკადრისი პასუხი გასცეს.
"ჩვენ გასული კვირების განმავლობაში განვათავსეთ თავდაცვის სისტემები ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ამით კი გავაძლიერეთ ნატოს ყოფნა ევროპაში. ჩვენ გავაორმაგეთ ნატოს ჯარები. 40 000-მდე ჯარისკაცი მზადყოფნაშია, უბრალოდ ნატოს ბრძანებას ელოდება, ასევე იზრდება ჯარისკაცების რაოდენობა ამერიკის მხრიდანაც. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ალიანსის ქვეყნები და ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს საკადრისი პასუხი გავცეთ. დანარჩენ გადაწყვეტილებებს უკვე ხვალ მივიღებთ.
რაც შეეხება ქიმიურ იარაღებს, პირველ რიგში, ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება საერთოდ შეცვლის კონფლიქტის ბუნებასა და არსს. ამიტომ, მგონია რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია საკითხია, რომელსაც უნდა შევხედოთ. ყველანაირად მიუღებელია ნებისმიერი სახის ქიმიური იარაღის გამოყენება,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.