jan-medi
ავერსი საქკაბელი
შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
მან ასევე ისაუბრა რუსული საინფორმაციო გამოშვებების, Russia Today და Sputnik-ის აკრძალვის შესახებ.
 
მისი თქმით, ბლოკი აკრძალავს ორ საშუალებებს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ „ბრძოლის მიზნით“.
 
„დღეს ჩვენ გადავდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს ევროპაში რუსული საინფორმაციო მანიპულირების ონკანის ჩასაკეტად, ევროკავშირში Russia Today-სა და Sputnik-ის მაუწყებლობის აკრძალვით“, - აღნიშნა ბორელმა
 
ამასთან, პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიანმაც და აღნიშნა, რომ „სასანქციო პაკეტის თანახმად, მნიშვნელოვანი რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გაირიცხება".
 
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფს უკრაინის იარაღის შესაძენად დაფინანსებას და დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბლოკი მსგავს ნაბიჯს დგამს.
 
ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის განხორციელებაში რუსეთისთვის ხელშეწყობის გამო“ გამკაცრდება ზომები ბელარუსის წინააღმდეგაც. კერძოდ, ევროკავშირი დააწესებს აკრძალვას პროდუქციის იმპორტზე, მათ შორის მინერალურ საწვავზე, თამბაქოზე, ხე-ტყეზე, ცემენტზე, რკინასა და ფოლადზე.
697