პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადბით, ჩატარდა საკმაოდ საიმედო კვლევა “სინოვაკის” შესახებ.
“გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა და გვაჩვენა, რომ სინოვაკის 2 დოზის მიღების შემდეგ:
95% კოვიდ სიკვდილიანობა არის დაწეული;
90% კოვიდ რეანიმაციაში მოხვედრა დაწეული;
80% კოვიდ სიმპტომური შრემთხვევები დაწეული;
კვლევა ჩატარდა ბრაზილიაში, პატარა ბრაზილიურ ქალაქ სერრანაში, მოსახლეობა 30,000-მდე. მოსახლეობის 95% იყო ვაქცინირებული "სინოვაკით"
რეინფიცირების სტატისტიკა არ გვაქვს. რამდენი თვე “გაუძლებს” ეს ვაქცინა და როდის იქნება საჭირო ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს
ფაქტია, ვაქცინების უმრავლესობა გიცავთ სიკვდილიანობისგან და რეანიმაციისგან 100% დაცვა არ აქვს არც ერთ ვაქცინას. სამედიცინო პირბადე მაინც არის აუცილებელი “- აცხადებს ფხაკაძე.