global distribution
გარე ავეჯი

წამლის ლაბორატორიის გახსნაზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს თანამემამულეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები რუსეთში წასასვლელად.

ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების და ფრენების აღდგენის შესახებ პირველ კომენტარი დღეს გააკეთა და აღნიშნული დადებითად შეაფასა.  

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს თანამემამულეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები რუსეთში წასასვლელად. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენ ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და მათ აქ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები ჰყავთ და მნიშვნელოვანია გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა. ეს (უვიზო მიმოსვლის ამოქმედება) რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლებიც საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს.

392